მედია
ახალციხის ამერიკის კუთხის წევრები "მეცხრე არხს" ეწვივნენ

ახალციხის ამერიკის კუთხის წევრები "მეცხრე არხს" ეწვივნენ. ახალგაზრდები ბანაკის ფარგლებში ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ძალები წამყვანობაშიც მოსინჯეს.

ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სოციალური მედიის, მისი დადებითი და უარყოფით მხარეებისა და საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროექტში ჩართული მონაწილეებისთვის ყველა საჭირო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაეხმარებათ ყალბი ამბების ამოცნობაში, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში.

პროექტის სესიები შეეხებოდა ინფორმაციის გადამოწმების ხერხებს, ფარულ ვებ-გვერდებსა და სოციალური მედიის ფარულ ანგარიშებს, ახალი ამბების მომზადების სტრუქტურას, მასალის დამუშავებას, გამოყენებული ფოტო/ვიდეო მასალის ავთენტურობის დადგენას. მიღებული ინფორმაცია მონაწილეებს დაეხმარებათ შეაფასონ მიღებული ინფორმაციის სიზუსტე და გამოიტანონ სწორი დასკვნები მედია საშუალებების სანდოობის შესახებ , გაფილტრონ ინფორმაცია, ამოიცნონ ყალბი ანგარიშები და არ გახდნენ მანიპულაციის მსხვერპლნი.
| Print |