მედია
სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტში, ამ 83 კაციდან, ერთიც კი არ აღმოჩნდა ,,მართალი" - ნანა ტალახაძე
სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტში, ამ 83 კაციდან, ერთიც კი არ აღმოჩნდა ,,მართალი" ( ალუზია ძველი აღთქმიდან) - ეს ფეისბუქ პოსტი სამცხე-ჯავახეთის ყოფილმა ლექტორმა ნანა ტალახაძემ ,,ქართული ოცნების" მიერ ,,რუსული კანონის" პირველი მოსმენით მხარდაჭერასთან დაკავშირებით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

17 აპრილს პარლამენტმა ე.წ აგენტების კანონპროექტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მომხრეებს შორის არიან სამცხე–ჯავახეთის დეპუტატები მმართველი პარტიიდან - ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
| Print |