Error
ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში რეგიონის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს
არასამთავრობო ორგანიზაცია” მოქალაქე”–ს დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის ჟურნალისტებს ხვდება. ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია” მოქალაქე”–ს დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის ჟურნალისტებს ხვდება. ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს. 

bizina-ivanisvili

რეგიონული კორესპონდენტების კითხვების მოსმენამდე ყოფილმა პრემიერმა “ქართული ოცნების” ოთხწლიანი მმართველობა შეაფასა.

პირველი კითხვა ბიძინა ივანიშვილს გაზეთ “ბორჯომის” წარმომადგენელმა დაუსვა. რას ნიშნავს თქვენთვის ევროპასთან დაახლოება? – კითხვა, რომელიც ვალერიან ლომიძემ გააჟღერა.

“ჩვენ დღევანდელი ყოფით უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპელები ვართ და ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ. პირველ რიგში ამისთვის საჭიროა ევროპული ფასეულობების დაფუძნება. ის, რომ ბაზარი გავხსენით ძალიან კარგია, ვიზაც ჩაიხსნება მალე და ჩვენ უვიზოდ ვიმოგზაურებთ. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გაიხსნება ევროპის კარები ” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილ პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ტელეკომპანია “მეცხრე არხს” რუსუდან გვარამაძე წარმოადგენს.

თიკო კურტანიძე

 

| Print |