რეგიონულ მედიას ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკრიტიკებს
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა და ქალაქის ყოფილმა მერმა, მედიაკავშირ ,, ობიექტივის“ ეთერში, წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი, რეგიონული მედიის კრიტიკით დაიწყო.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა და ქალაქის ყოფილმა მერმა, მედიაკავშირ ,, ობიექტივის“ ეთერში, წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი, რეგიონული მედიის კრიტიკით დაიწყო.

გიორგი კოპაძე მიიჩნევს, რომ,,მე–9 არხი“ და ,,სამხრეთის კარიბჭე“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდნენ.

ახალციხის ყოფილ მერსა და მაჟორიტარობის კანდიდატს, ძლიერი და კრიტიკული რეგიონული მედია დიდ დისკომფორტს უქმნის – ასე აფასებენ გიორგი კოპაძის განცხადებას ,,სამხრეთის კარიბჭეში.“ ნინო ნარიმანიშვილი, მაჟორიტარ კანდიდატს, იმ არგუმენტების დასახელებას სთხოვს, სადაც ნათლად იქნება წარმოდგენილი, როგორ გაათავისუფლა მმართველმა ძალამ, რეგიონული მედია ზეწოლისგან.

გიორგი კოპაძის განცხადებას, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი გამოეხმაურა.

გიორგი კოპაძის მიერ, რეგიონული მედიის საქმიანობის გაკრიტიკების პირველი შემთხვევა არ არის. ერთი წლის წინ, ქალაქის მაშინდელი მერი აცხადებდა, რომ ,,მე–9 არხი“ ტენდენციური იყო და მასთან ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ ტელეკომპანია მისი შემოთავაზებული პირობების მიხედვით იმოქმედებდა. ,,მე–9 არხს“ არაერთხელ მოუმზადებია მასალა, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ უჭირდა რეგიონულ მედიას ინფორმაციის მიღება თვითმმართველობისგან.

 

ტელეკომპანია ,,მე–9 არხში“ ამბობენ, რომ მათი ეთერით, დაუბალანსებელი და მიკერძოებული მასალა, არც 2012 წლამდე და არც მას შემდეგ გასულა. მედიასაშუალება მაქსიმალურად ცდილობდა და ცდილობს, სიუჟეტებსა თუ გადაცემებში, ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირებას. ტელეკომპანია ყოველთვის სთავაზობდა საეთერო დროს გიორგი კოპაძეს, როგორც ქალაქის მერობის, ისე დეპუტატობის კანდიდატობის პერიოდში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში, კოპაძე გადაცემაში მონაწილეობაზე მუდმივად უარს აცხადებს. ,,მე–9 არხი“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, პირდაპირი ეთერი დაუთმოს ყველა მაჟორიტარ კანდიდატს, მათ შორის გიორგი კოპაძეს და ყველა მათგანს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებების და პრეტენზიების წარმოსაჩენად.


| Print |