მედია
რეგიონის ,,ამბების შემგროვებელი" ხელის გულზე - აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის
მობილური ტელეფონებისთვის აპლიკაცია "ამბების შემგროვებელი" შეიქმნა.

ის მარტივი და მოსახერხებელი გზით მოგაწვდით ამბებს საქართველოს რეგიონული მედიისგან.

აპლიკაცია გათვალისწინებულია ყველა ფორმატის ინფორმაციის გავრცელებისთვის.

აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები, დაათვალიეროთ ფოტოები, ნახოთ ვიდეო რეპორტაჟები ან უყუროთ და უსმინოთ ტელე/რადიო მაწუყებლობას. აპლიკაციის მართვა სრულად ხდება ქართულ ენაზე.

თითოეული მედია კომპანიის პროფილში შეძლოთ გაეცნოთ ინფორმაციას მის შესახებ, ჩართოთ ამ კომპანიის ლაივ სტრიმი ან გადახვიდეთ მის ვებ გევრდზე.

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს "მოქალაქე ჟურნალისტის" ფუნქციით და მისთვის სასურველ მედია კომპანიას ფოტო, ვიდეო ან ტექსტური მასალა გაუგზავნოს.

"ამბების შემგროვებელი" ინტერნეტის ჩართვისას მოაგროვებს თქვენთვის საინტერესო ახალ ამბებს თქვენთვის სასურველი მედია საშუალებებისგან, რის შემდეგაც მასალების ნახვისთვის ინტერნეტი საჭირო არ იქნება.

ამჟამად აპლიკაციაში თითქმის მთელი საქართველოდან 15 ქართული მედია საშუალებაა წარმოდგენილი, მათ შორის ინტერნეტ ნიუსრუმები, გაზეთები, ტელევიზიები და რადიო სადგურები.

იგი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის, "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მხარდაჭერით მომზადდა.

M-TAG პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებული ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია კარგი მმართველობის განსახორციელებლად.

მას საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია "კვლევისა და გაცვლებისა საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს, რომელიც მოწინავე მიდგომებისა და ინოვაციური პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს პოზიტიურ და გრძელვადიან ცვლილებას გლობალურად.

მედია ორგანიზაციების მიერ აპლიკაციაში გამოქვეყნებულ კონტენტზე მხოლოდ ავტორები აგებენ პასუხს. მასალები შესაძლოა არ გამოხატავდეს IREX-ის, USAID-ის და ამერიკის მთავრობის პოზიციას.

აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ http://www.geomobilenews.ge/
| Print |