მედია
რეგიონული მაუწყებლების გამოწვევები გაყიდვების დარგში
რეგიონული ტელემედია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემცირებულმა შემოსავლებმა და მეორეს მხრივ ეროვნული ტელემედიების გაერთიანებამ, რის შედეგადაც საერთო გაყიდვების სახლი შეიქმნა, ამ სახლის მიღმა დარჩენილი მაუწყებლები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ტელეკომპანია ,,ბორჯომი"–ს დირექტორი ტრისტან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ ვითარების ამ დინამიკით გაგრძელების შემთხვევაში რეგიონული ტელევიზიების პროგრამირება გახდება უინტერესო, კომპანია ვეღარ შეძლებს ახალი ამბების მომზადებას, რაც საბოლოოდ როგორც რეგიონულ მედიას, ასევე საზოგადოებას დააზარალებს. ტელეკომპანია ბორჯომის ხელმძღვანელის აზრით, ვითარების ნაწილობრივ გაუმჯობესება შესაძლებელია ერთიანი პროგრამირებითა და ერთიანი გაყიდვებით.

თემაზე ვრცლად სიუჟეტს "მეცხრე არხი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ტელეკომპანია ბორჯომის ხელმძღვანელის აზრით, ვითარების ნაწილობრივ გაუმჯობესება  შესაძლებელია ერთიანი პროგრამირებითა და ერთიანი გაყიდვებით.
| Print |