მედია
”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" საპროტესტო მაუწყებლობაზე გადადის , - ამის შესახებ "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა, სადაც მაყურებელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის განცხადება გააცნო.

ამ დროისთვის არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს.

"გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა, ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან "რუსთავი 2" გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 14:30 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ "რუსთავი 2" და სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის პოზიცია რუსთავი2–ის მოვლენებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.


| Print |
თეგები: რუსთავი 2 /