მედია
ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს.

"ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა.

წყარო: "რუსთავი 2"
| Print |