მედია
,,ევროპული საქართველო" ახალციხელებს, "რუსთავი 2–ის" მხარდასაჭერად ეპატიჟება
,,ევროპული საქართველოს" წევრებმა, მოსახლეობას "რუსთავი 2–ის" მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში, ფლაერები დაარიგეს. მათი თქმით, თავისუფალი სიტყვის დაცვა, თითოეული მოქალაქის ვალია.

"რუსთავი 2–ის" მხარდასაჭერი აქცია კონცერტი 11 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. მასზე დასწრებას აპირებენ ,,ევროპული საქართველოს" წევრები სამცხე–ჯავახეთიდან.

| Print |