მედია
ჟურნალისტების ერთი დღე ჯარში
ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის, ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ორდღიანი ღონისძიება გაიმართა.  ჟურნალისტებისათვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ცენტრი და ვაზიანის სასროლეთი აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლებმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესში ჩაერთვნენ. სამხედრო ბაზაზე ორი დღე "მე–9 არხის" ოპერატორმა, ნანა ინასარიძემაც გაატარა.

| Print |