ჯანდაცვა
29 აპრილს ახალციხეში უფასო გასინჯვები ჩატარდება
29 აპრილს, თბილისიდან მოწვეული მედიკოსები ახალციხეში უფასო გასინჯვებს ჩაატარებენ. 

ექიმები გამოკვლევებს ახალციხეში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ.პ.ს "იმედის" კლინიკაში, 11:00 საათიდან დაიწყებენ.

მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, სრულიად უსასყიდლოდ, მიიღონ შემდეგი პროფილის ექიმების მომსახურება:

  • ალერგოლოგი - ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი; ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება; ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი - ქ.ნ ბარბარე ბეზარაშვილი).
  • კომპიუტერული სპირომეტრია.
  • პულმონოლოგი - ფილტვის სხვადასხვა დაავადებები, ხველა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ კახა ვაჭარაძე.).
  • დერმატოლოგი - კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტროკოაგულაციური მეთოდით (კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ - ვენეროლოგი მედიცინის დოქტორი ქ.ნ ხათუნა ღურჭუმალიძე.).
  • გასტროენტეროლოგი - კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებები (მედიცინის აკადემიური დოქტორი პროფესორი ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის გასტროენტეროლოგიური და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ ირაკლი ხმალაძე.).
  • უროლოგი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გ. ბოჭორიშვილი.
  • მამოლოგი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კ. ბარამიძე.
  • ზოგადი ქირურგია, ბარიატრია - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ნ. გვახარია.
  • გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ს. კვალიაშვილი.
  • თერაპევტი - პროფეროსი მარინა ჟიჟილაშვილი.
  • ენდოკრინოლოგი - პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნ. ბიბილაშვილი.
  • რადიოლოგი - პროფესორი ნინო ცხოვრებაშვილი.

აქცია - "ადგილობრივი მოსახლეობის უფასოდ გასინჯვები" ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ინიციატივითა და შ.პ.ს "ჯანმრთელობის სახლის" მხარდაჭერით, გაიმართება.

| Print |