მედია
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ჯილდო მარინა ზედელაშვილს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლებლის გაზეთის რედაქტორის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, რომელმა მარინა ზედელაშვილს იუბილე მიულოცა და მისი პიროვნების შესახებ ისაუბრა. მერაბ ბერიძემ გაზეთის რედაქტორს სარედაქციო–საგამომცემლო საქმიანობასა და ჟურნალისტკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტის სახელობის მედალი გადასცა.

საიუბილეო საღამოს პროფესორ–მასწავლებლები, მარინა ზედელაშვილის ყოფილი სტუდენტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჟურნალისტმა აუდიტორიას მადლობა გადაუხადა და მიღებული ჯილდოს თაობაზე ისაუბრა.

"მედალი მარტო მე არ მეკუთვნის. მგონია, რომ ჩემს გვერდით არის ვიღაც, ვისაც ჯილდო გადასცეს და მეც მასთან ერთად ვარ. ამ ჯილდოს მიღებაში, თითოეული თქვენგანის წვლილი უდიდესია" – აღნიშნა მარინა ზედელაშვილმა.

"მესხეთის უნივერსიტეტის" რედაქტორს 77 წელი შეუსრულდა. იგი უკვე 43 წელია ჟურნალისტიკის სფეროს ემსახურება. პირველად მუშაობა რუსთავის საქალაქო გაზეთში დაიწყო, დაოჯახების შემდეგ კი საცხოვრებლად და სამუშაოდ ახალციხეში გადმოვიდა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. არის ღირსების ორდენის კავალერი.
| Print |