საზოგადოება
ხატებით მსვლელობა და ლგბტ აქტივისტების აქცია თბილისში
17 მაისს თბილისში მართლმადიდებლებმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე იზეიმეს , ლგბტ აქტივისტებმა კი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში ხატებითა და ლოცვით მსვლელობა მოეწყო. მართლმადიდებელმა მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად ფილარმონიიდან სამების ეკლესიამდე გზა ფეხით გაიარა.

დღესვე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლგბტ აქტივისტებმა საქართველოში ერთსაათიანი აქციით, კანცელარიის შენობასთან აღნიშნეს. აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტერიტორია მათთვის გამოყოფილი სამარშუტო ტაქსებით დატოვეს. ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. 2014 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, აღნიშნული თარიღი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

| Print |