მედია
კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა. აქციას მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები აფგან მუხთარლის საქმის დაუყონებლივ გამოძიებას და გაუჩინარებასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ითხოვენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული. მან საქართველოს საზღვარი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე გადაკვეთა.

გაუჩინარების ფაქტზე საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ჟურნალისტი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა, ამის გამო, ის იძულებული იყო, რომ 2015 წლიდან თბილისში ეცხოვრა.


ფოტომასალა ეკუთვნის საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას.
| Print |