მედია
ნიკა გვარამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

გვარამიამ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.

რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი თბილისში.

7 ივნისს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა გიორგი ლაფერაშვილმა და მისი ადგილი ნოდარ მელაძემ დაიკავა

ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. ნიკა გვარამია 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2007 წლიდან 2008 წლის 31 იანვრამდე კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
| Print |