მედია
Deutsche Welle “მე–9 არხის” აუდიტორიის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
Deutsche Welle Akademie–მ, ექვსი რეგიონული მაუწყებლის აუდიტორიის კვლევა ჩაატარა. მათ შორისაა “მეცხრე არხი.”
კვლევის შედეგების მიხედვით, “მე–9 არხს” თვალს ძირითადად ანტენითა და ინტერნეტით ადევნებენ.

გამოკითხულთა 60%–ის ფავორიტი პროგრამა საინფორმაციო გამოშვებაა, 22%თვის საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ “დიალოგი,” 5% ასახელებს “ახალგაზრდულ შოუს”, 4% ტელედღიურებს, 3% კი ფერმერის საათს.

გამოკითხულთა 73% ამბობს, რომ “მე–9 არხს” 18:00–დან 24:00 საათამდე ადევნებს თვალს.

კითხვაზე – რატომ შეწყვიტეთ “მე–9 არხის” ყურება – 62% ამბობს, რომ არ შეუწყვიტავს. 21% თქმით კი, სხვა საქმე ჰქონდა. 7% ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, ამდენივემ სხვა არხზე გადართო. 3% ამბობს, რომ მოსაწყენი იყო.

კითხვაზე – რა სახის პროგრამას დაამატებდით? გამოკითულთა 25% ამბობს, რომ კულტურას, 17% გართობა, 13% სპორტი, 9% ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა.

“მეცხრე არხის” აუდიტორიის კვლევა, Deutsche Welle აკადემიის პროექტის ფარგლებში, 6 უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, DW ექსპერტთან და 18 საველე მკვლევართან ერთად, JRC–მა (Journalism Resource Centre) განახორციელა.

პირდაპირი ინტერვიუს გზით, საქართველოს 8 ქალაქში, 1 104 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის საველე სამუშაოები, მაისსა და ივნისში ჩატარდა.

თანაბრად გამოიკითხა ორივე სქესის, ყველა ასაკისა და სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქეები.
| Print |