მედია
რეგიონული მედია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მედიის როლზე, ჟურნალისტებმა იმსჯელეს. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

დისკუსიას სამცხე–ჯავახეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ჩაატარა. ირმა პავლიაშვილმა ყურადრება საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე გაამახვილა.

მისი თქმით, კანონმდებლობაში არსებული მუხლების დასახვეწად, ხელისუფლებამ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

შეხვედრის მიზანი, 2017 წლის არჩევნებისთვის, ჟურნალისტების მომზადება იყო.

| Print |