მედია
რეგიონული ტელევიზიების გაცვლითი პროგრამა აშშ–ში
"საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა" (GMPP) ბოლოჯერ აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს მიმდინარე გრანტის ფარგლებში!

წლევანდელი კონკურსი რეგიონული ტელევიზიებისთვისაა, რომლებიც დედაქალაქის ფარგლებს გარედან მაუწყებლობენ.

ღია კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 რეგიონული ტელევიზია, რომლებიც ამერიკულ პარტნიორ ტელეკომპანიებთან ორმხრივ გაცვლით ვიზიტებს განახორციელებენ 2018-19 წწ. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი.

IREX-ის და აშშ საელჩოს წარმომადგენლების მიერ ღია კარის დღე ჩატარდება 17 ოქტომბერს, 12 საათზე.


| Print |