მედია
ადგილობრივი ციფრული მაუწყებლობა გასაგებ ენაზე
სამცხე- ჯავახეთის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ამერიკის საელჩოს, საქართველოს მთავრობისა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.

ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორ შეიძლება რეგიონის მოსახლეობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათვის გასაგებ ენაზე უსმინოს - ამის შესახებ დღეს პრეზენტაცია გაიმართა. სამცხე-ჯავახეთში ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის სპეციალური პროექტი განხორციელდა, რომელსაც საელჩო საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ახორციელებს.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოქალაქეებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი ტელევიზიების დახმარებით, ამ დრომდე მხოლოდ ანალოგური რეჟიმით მიეწოდებოდათ.
ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ენის პანელის შეცვლით, მათ მოამბის ყურება სომხურ ენაზე შეეძლებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, თითქმის ორი წელია, მოამბის ორ გამოშვებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის. როგორც ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორმა შეხვედრისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაა.

პროექტი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიები მოამბეს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადასცემენ.


| Print |