მედია
GARB–ის წევრებმა GMPP–ის კონკურსში გაიმარჯვეს
,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" წევრები: ტელეკომპანია ,,დია" და ტელეკომპანია ,,მერნეული ტვ" საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის" (GMPP) წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ტელევიზიების თანამშრომლები 2018-19 წწ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით აიმაღლებენ კვალიფიკაციას საინფორმაციო გადაცემის მომზადების, ციფრული კონტენტის წარმოების, სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობის, მედია მენეჯმენტის, შემოსავლის გენერირების, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ახალი მედიის და სხვა, მათთვის საინტერესო სფეროებში.

2011 წლიდან დღემდე, ქართული მედიის სფეროს 100-ზე მეტ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საშუალება პროგრამის ფარგლებში თავად ენახათ, თუ როგორ მუშაობენ ტელევიზიები და რადიოები აშშ-ში და აგრეთვე აქ, ადგილზე ემუშავათ ამერიკელ კოლეგებთან.

პროგრამის წინა წლების მონაწილე მაუწყებლები არიან: თბილისში - TV პირველი, TV პალიტრანიუსი, ტაბულა, "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია", "რუსთავი 2 და რადიო "ჰერეთი"/რადიო "თბილისი", ბათუმში - საზ. მაუწყებლის "აჭარის ტელე-რადიოკომპანია" და "25-ე არხი", რუსთავში - "ქვემო-ქართლის ტელე-რადიოკომპანია", ბორჯომში - ტელეკომპანია "ბორჯომი", ფოთში - ტელე-რადიოკომპანია "მეცხრე ტალღა", ქუთაისში რადიო "ძველი ქალაქი" და მეგა ტვ, ახალციხეში - ტელეკომპანია "მე-9 არხი", ოზურგეთში - სამაუწყებლო კომპანია "გურია" და გურჯაანში - ტელეკომპანია "გურჯაანი".
| Print |