რეგიონული მედიის ინდუსტრიულმა კომიტეტმა მუშაობა დაიწყო
რეგიონული მედიის ინდუსტრიულმა კომიტეტმა რეგიონულ დონეზე ბიზნეს–აქტივობების გაძლიერებისთვის, ახალი ინიციატივა დაიწყო. რეგიონული მედიის მდგრადობის ინიციატივა, ადგილობრივ ტელევიზიებთან, როგორც ბიზნესთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გამოცდილების მქონე კერძო აქტორების ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს, საკონკურსო ამოცანის მოსამზადებლად და შესასრულებლად, რათა რეგიონული მედიის ყურებადობის მაჩვენებლის დათვლა განხორციელდეს. „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბიზნესს ადგილობრივ ტელევიზიებთან ურთიერთობის საშულება არ აქვს, და არსებული დაბრკოლების გამოსასწორებლად კომიტეტმა მუშაობა უკვე დაწყო.

რეგიონული მედიის ინდუსტრიულმა კომიტეტმა რეგიონულ დონეზე ბიზნეს–აქტივობების გაძლიერებისთვის, ახალი ინიციატივა დაიწყო. რეგიონული მედიის მდგრადობის ინიციატივა, ადგილობრივ ტელევიზიებთან, როგორც ბიზნესთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გამოცდილების მქონე კერძო აქტორების ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს, საკონკურსო ამოცანის მოსამზადებლად და შესასრულებლად, რათა რეგიონული მედიის ყურებადობის მაჩვენებლის დათვლა განხორციელდეს.

„რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბიზნესს ადგილობრივ ტელევიზიებთან ურთიერთობის საშულება არ აქვს, და არსებული დაბრკოლების გამოსასწორებლად კომიტეტმა მუშაობა უკვე დაწყო.

კომიტეტში რეგიონულ მედიას ნათია კუპრაშვილი, ბიზნეს-სექტორს კახა მაღრაძე და რეკლამის განმთავსებელ შუამავალ კომპანიას ლევან ალექსიშვილი წარმოადგენენ.

შეხვედრას მედიისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


| Print |