მედია
პრეზიდენტის ვეტო
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტო დაადო.
გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამო ადებს, რადგან მისივე განმარტებით, კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი მედიის სარეკლამო ბაზრის შესახებ საკითხი, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გამო პრივილეგია აქვს, რაც ბაზარზე მოთამაშე სხვა კომპანიებს აზარალებს. პრეზიდენტმა მეორე პრობლემურ თემად შესყიდვების საკითხი დაასახელა და განმარტა, რომ კანონი დასახვეწია და ევროპულ რეგულაციებთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში.

დღეს, ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით,“-განაცხადა მარგევლაშვილმა.

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ეთერში კომერციული რეკლამები განათავსოს.
| Print |