მედია
პარლამენტის თავმჯდომარეს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვედებიან
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.
ირკალი კობახიძესთან ვიზიტი საკანონმდებლო ორგანოში 26 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხზე შეხვედრის წინადადებით რამდენიმე დღის წინ თავად მედიაორგანიზაციებმა მიმართეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს.

სპეციალურ განცხადებას ხელს 52 მედიაორგანიზაცია აწერს.
| Print |