მედია
აგროჟურნალისტიკა მედიამდგრადობისთვის – შეხვედრა ახალციხეში
საქართველოს აგრო ჟურნალისტთა ასოციაციამ AGAJ მორიგი რეგიონული შეხვედრა ახალციხეში გამართა, რომელსაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები

და აგრო სფეროს კომუნიკატორები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, მედიის მდგარდობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად მათი აქტიური ჩართულობითა და კომუნიკაციით;

რეგიონული მედიის ჟურნალისტებს ასოციაციის მიზნების, სამომავლო გეგმებისა და წევრობის შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. ასოციაციის თავმჯდომარის, მაია მამულაშვილის განცხადებით, ასოციაციის კარი ღიაა აგროსფეროს გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობას ასოციაციის მხარდამჭერებიც მიიღებენ, რომელთაც ორგანიზაციის განვითარებაში სურთ წვლილის შეტანა.

რეგიონული შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასოციაციის პრეზენტაცია დედაქალაქში შედგება.

| Print |