მედია
ნათია ზამბახიძე რადიო ,,თავისუფლების" ქართულ ბიუროს უხელმძღვანელებს
აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე პრაღაში

“რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს უხელმძღვანელებს. ზამბახიძე 1 მაისიდან დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 იანვარს რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა თანამდებობა.

დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე ინფორმაცია თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავი 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის თანახმად, ნათია ზამბახიძე აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს.

საელჩოში მუშაობამდე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო.

ზამბახიძემ 2006 წელს ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა და საელჩოში სამუშაოდ აშშ-ში გაემგზავრა.
| Print |