მედია
სომხურად ნათარგმნი "მოამბის" პროექტის შეჯამება ახალციხეში
როგორ უსმენდა სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათვის გასაგებ ენაზე - პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება "ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" 11 მაისს გაიმართება.

შეხვედრას დაინტერესებული პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" საღამოს გამოშვევები, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, პირდაპირ ეთერში მეორე წელია მიეწოდება.

,,მოამბე" 18:00 და 21:00 სთ–ზე, ორივე ენაზე ითარგმნება და რეგიონულ ტელეკომპანიებში სინქრონულ რეჟიმში გადის.

"გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესოსბებისათვის"-პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაა.

"მოამბე" ახალციხის ტელეკომპანია "მე–9 არხის" ეთერით გადაიცემოდა.
| Print |