მედია
ქართული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინაში მედიაფორუმს ესწრებიან
უკრაინაში, მედიაორგანიზაციების მართვასა და გამოწვევებზე, მედია ფორუმი იმართება.

მასში 10-მდე ქვეყნის მედიახელმძღვანელები მონაწილეობენ (გერმანია, ამერიკა, საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, ბელორუსია).

ქართული დელეგაცია რეგიონული მედიის ხელმძღვანელი პირებისგან შედგება. ისინი სარეკლამო ბაზრის შემცირების პრობლემებზე, მედიაბიზნესზე გავლენის მომხდენ ფაქტორებსა და იმ საჭიროებებზე ისაურებენ, რაც ფინანსური მდგრადობისა და სტაბილურობისთვისაა საჭირო.

მედიაფორუმი სამდღიანია და მთავარი საკითხებია: ინოვაციური ტექნოლოგიების მართვა, სარეკლამო ბაზარი და ტენდენციები, ციფრული რეფორმა – გეგმები და რეალობა.

მონაწილეები კონტენტის რეგულაციისთვის მსოფლიო გამოცდილებას განიხილავენ.
| Print |