"დღევანდელი ხელისუფლება არის პროთავისი" - გიორგი გახარია
"დღევანდელი ხელისუფლება არის პროთავისი" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი უბედურება რა არის, იცით? ჩვენი უბედურება ისაა, რომ "ქართული ოცნება" პროქართული არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით, დღევანდელი ხელისუფლება არც პროევროპული, არც პროამერიკული, არც პრორუსულია. დღევანდელი ხელისუფლება არის პროთავისი. მათ ძალაუფლების შენარჩუნების, სავარძლებში ჯდომისა და ფულის კეთების მეტი, არაფერი აინტერესებთ",
- განაცხადა გახარიამ.
ასევე ნახეთ:

| Print |