SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
მიხეილ ავაქიანის ძეგლი - საპროტესტო აქციები თბილისსა და ახალქალაქში
ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში მდებარე მიხეილ ავაქიანის ძეგლთან, 10 თებერვალს, სამშვიდობო აქცია გაიმართება, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საჯარო მოხელეებიც არიან მიწვეულნი. 

აქციის ერთერთი ორგანიზატორი ,,მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ამ სახით ისინი ბუღაშენის გმირის პატივისცემას ითხოვენ. კარენ აპოზიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიერ 8 თებერვალს, პარლამენტის წინ გამართულ აქციას პროვოკაციად მიიჩნევს. მისი აზრით, აზერბაიჯანული მხარე ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ქართულ-სომხური ურთიერთობების გამწვავებას ცდილობს. პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეებმა ძეგლის დემონტაჟი მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ ძეგლის დადგმა რუსული პროვოკაციის მორიგი ნიშანია, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევას უწყობს ხელს. შეგახსენებთ, 20 იანვარს, ავაქიანის შვილებმა და შვილიშვილმა ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში ხელახლა საზეიმოდ გახსნეს ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის რესტავრირებული ძეგლი და მისი სახელობის საბავშვო მოედანი.

ღონისძიება დაემთხვა თარიღს, რომელიც აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. 28 წლის წინ ამ დღეს ბაქოში* დაწყებული შეტაკებებისას დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე (აზერბაიჯანელებისთვის ეს დღე ცნობილია, როგორც "შავი შაბათი" ან "იანვრის ხოცვა").

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას კონტრაქციით 8 თებერვალს უკვე დაუპირისპირდნენ ჯავახეთში. ახალგაზრდების კავშირმა ,,ზორი ზორიანმა“ ბუღაშენის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა ავაქიანის ძეგლთან მისვლით გამოხატა. კავშირის ერთერთი წარმომადგენელი კარენ აპოზიანი აღნიშნავს, რომ ახალქალაქში, 8 თებერვლის საღამოს კონტრაქცია პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის პასუხად გაიმართა.

სომეხი ოფიცერი, მიხეილ ავაქიანი ყარაბახის კონფლიქტის მონაწილე ერთადერთი სამხედრო პირი არ არის, რომლის ძეგლიც საქართველოში დგას. ირკვევა, რომ მარნეულში, სოფელ ლეჟბადინში, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, ჯალილ საფაროვის მონუმენტიც დგას.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალური დაფა პორტრეტით, საჯარო სკოლის შენობაზე იყო განთავსებული, 2016 წელს კი, როდესაც საგანგებოდ შერჩეულ ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში მდებარე სკოლის ეზოში, უფრო მასშტაბური კომპლექსი დადგეს, მემორიალური დაფა მონუმენტს შეუერთეს.



აზერბაიჯანის ეროვნული გმირი ჯალილ საფაროვი 1992 წელს, ყარაბახის კონფლიქტის დროს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა. აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებების ცნობით, ოფიცერი საფაროვი ტურშსუ-ზარისლის გზაზე, 1992 წლის 15 მაისს მომხდარი შეტაკების დროს მოკლეს. მაშინ როცა ის სატანკო ეკიპაჟის გადარჩენიას ცდილობდა. ამავე წელს, მას აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭეს. ის დაკრძალულია ბაქოში, შეჰიდთა ხეივანში. ჯალილ საფაროვი წარმოშობით მარნეულიდან იყო. აზერბაიჯანში ის მშობლებთან ერთად მოგვიანებით გადასახლდა.

ჯალილ საფაროვის მსგავსად ყარაბაღში იბრძოდა მიხაილ ავაქიანიც, რომელმაც სწავლა სომხეთში ბუღაშენის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, ბოლოს კი საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხაილ ავაქიანი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ის ჰორადიზში შეტაკებების დროს სნაიპერის ტყვიამ მოკლა.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ პროცესი პროვოკაციის შექმნის მცდელობებს ემსახურება და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს. ,,ნათელია, რომ კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას მავანნი უკვე წლებია ცდილობენ. ხელისუფლება უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო. პრობლემა ძეგლის დადგმაში კი არა, თარიღსა და მონაწილეობაშია. ძეგლის დადგმა 20 იანვარს და მასში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა უკვე პროვოკაციის გამძაფრებას ნიშნავს“ - განმარტავს მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც რესტავრირებული ძეგლის გახსნაში მონაწილეობდნენ უნდა დაისაჯონ. ,,არა ძეგლის დადგმის გამო, არამედ იმიტომ, რომ 20 იანვარს მონაწილეობდნენ მსგავს ღონისძიებაში. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, მათ შორის სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოსკოვმაც, რომ ქართული მხარე ნებისმიერი პროვოკაციის შექმნის მცდელობას მაქსიმალურად შეებრძოლება. ამის ჩაფარცხვა არ იქნება“.



პოლიტოლოგის აზრით, მთავარია პარლამენტის ხელმძღვანელობამ მკაცრად მოსთხოვოს ორივე დეპუტატს პასუხი. ,,ეს პროცესები გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, ისეთ სენსიტიურ და რთულ რაიონში, მაგალითად როგორიც არის მარნეული, სადაც ორივე ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ რაიმე ექსცესი მოხდეს. ის ძალები, რომლებიც ამ პროცესების შექმნაში ჩართულები არიან, ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან, თუ ხელისუფლების მხრიდან კვლავ ჩაფარცხვის მცდელობა იქნება უფრო გააქტიურდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი შეიკავონ“.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişmegabahistürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티meritkingjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetcasibom girişbets10jojobetbetvolevenüsbetumzugsfirma wiencasibomhttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9089 comCasibomdizipalmarsbahisjojobetkulisbetmarsbahismarsbahisjojobetmarsbahisgoogle hit botuJojobetcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotsahabetdemirdöküm yetkili servisвсе казиноcratosroyalbet1xbet girişcratosroyalbetjojobetJojobetbets10sekabet girişbetnanoExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahismatbetcasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetgates of olympusJojobetmagic mushroomscratosroyalbetcanlı maç izlegrandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackermatbetmavibetcasibomcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibom girişbetsatholiganbetkolaybet girişultrabetjojobetpusulabetpusulabetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerbetsmove girişcasibomdeneme bonusu veren yeni sitelervaycasinoivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibom girişsahabetmarsbahis1xbettipobetiptv testcasinolevantjojobetpusulabetsahabetretcasinokavbetdeneme bonusu veren siteler 2026jojobetStreameast