პოლიტიკა
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ცხრა თვის შემდეგ შეიკრიბა
ახალციხის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. თავმჯდომარის პოსტი ნინო რუხაძემ დაიკავა. საბჭოს წევრებმა მერთან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დებულებაში წერია, რომ სხდომა არაუგვიანეს სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. საბჭოს პირველი სხდომა 2018 წლის ივნისში გამართა, მეორედ კი ცხრა თვის შემდეგ, დღეს, 19 მარტს შეიკრიბნენ.

საბჭოში 26 წევრია. ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს მიზანია, რომ თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია.

Print