პოლიტიკა
,,ჰესის გამო ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ" - გიორგი გახარია
,,გასაყოფი რა გაქვთ", - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პანკისის ხეობაში.


„ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

შს მინისტრი ხეობაში, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა, ცოტა ხნის წინ ჩავიდა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელია დაშავებული.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.
Print