პოლიტიკა
საქართველოს რუკის დამახინჯება დასჯადი გახდება
დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. აღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან საქმიანობის ლიკვიდაციით დაისჯება“, - წერია კანონპროექტში.
Print