პოლიტიკა
რუსული ორგანიზაცია "უკვდავთა პოლკი" ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მსვლელობას გამართავს
,,უკვდავთა პოლკის“ აქცია ახალქალქსა და ნინოწმინდაში 9 მაისს 11:00 საათზე დაიწყება. მსვლელობის შესახებ ორგანიზატორებმა ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას. განცხადება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში სამი დღის წინ თბილისიდან შევიდა.

,,განმცხადებლი გვარად რუსი იყო. მერიას მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა“, - ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი. მისი თქმით, მსვლელობა თავისუფლების ქუჩიდან დაიწყება და ცენტრალურ პარკამდე გაგრძელდება.

"საქართველოს უკვდავი ჯარი" (რუსული ვერსია: "Бессмертный полк") არის ანალოგი საერთაშორისო მოძრაობისა, თავისი ქართული სპეციფიკითა და სრული ავტონომიით", - წერს მსვლელობის ინიციატორი გულბაათ რცხილაძე.

"უკვდავი პოლკი" სათავეს რუსეთიდან იღებს. მისი წევრები დემონტრაციაში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახლობლების ფოტოებით ერთვებიან.



მსველობები რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც ტარდება და მასში მონაწილეობას მოქალაქეების გარდა პოლიტიკოსებიც იღებენ, მათ შორის ვლადიმირ პუტინიც.

ორგანიზაციას კოოდინატორები 50 ქვეყანაში 1 300 ქალაქში ჰყავს.

Print