პოლიტიკა
ახალციხიდან ნაციონალური მოძრაობის წევრები ზუგდიდში გაემგზავრნენ
უგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად, 18 მაისს პარტიის წევრები სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ახალიციხიდანაც წავიდნენ.დავით ბალიაშვილის თქმით, 15-20 კაცი ოთხი მანქანით წავიდა.

„ახალციხიდან ზუგდიდში არჩევნების მხარდასაჭერად წავედით, არ ვიცი რამდენნი ვართ. მანქანებით მივდივართ“,- გვითხრა ახალციხეში პარტიის თავმჯდომარემ.

ხვალ 19 მაისს, ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია.

ზუგდიდის მერის პოსტი 2018 წლის სექტემბერში გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.


Print