პოლიტიკა
პრეზიდენტის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დაიწყო
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანშია. საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში რეგიონის და ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ხვდება.

შეხვედრაზე კურორტ აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქრურულ პროექტებზე საუბრობენ. შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი ახალაშენებულ ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს.

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის აბასთუმნის გარდა, ბორჯომსაც ეწვევა.
Print