პოლიტიკა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებმა პარლამენტის დარბაზი დატოვეს
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია ჩაიშალა.

ასამბლეის წევრებს ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა სიტყვით მიმართა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ სხდომა სხვა ადგილზე გაგრძელდება.

მიზეზი „ევროპული საქართვერლოს“ გადაწყვეტილებაა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებდნენ, რომ აღარ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა.

გენერალური ასმაბლეის სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როდესაც ევროპული საქართველოს დეპუტატები და აქტივისტები მოვიდნენ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
Print