„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართფელოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სესია მიჰყავდა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია ოპოზიციის და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ჩაიშალა.