პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა გახარიას გადადგომისთვის ვადა მისცეს
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები 14:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია 19:00 საათზე განახლდება.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას, 20 ივნისის ღამეს დაკავებული პირების გათავისუფლებას, სამართალამცველის დასჯასა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

მომიტინგეებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის 14:00 საათამდე მისცეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი შიმშილობის დაწყებას აპირებს.

Print