პოლიტიკა
პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები სამშობლოში დააბრუნოს
პუტინმა რუსეთის მთავრობას დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც. მისი თქმით, „რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში“.

Print