პოლიტიკა
თბილისში გამართულ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდნენ
ახალციხიდან თბილისში აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„ეს იყო საშინელი ღამე საქართველოს ისტორიაში. ასეთი რამ, ქვეყანაში არასდროს მომხდარა. გახარიამ ახალგაზრდებს, რომელსაც აქამდე ომი არ უნახავთ და ქყვეყნის დასაცავად იბრძოდნენ, თვალები დათხარა“,- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლი ირაკლი ბარძიმაძე.

რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციას ერთი დღით შეუერთდა ევროპული საქართველოს ხუთი წარმომადგენელი.

„გუშინ წინ წავედით ჩვენი სურვილით. კიდევ ბევრს უნდოდა წამოსვლა მაგრამ ხელი არ შეეწყოთ. ამდენი ხალხი აქციაზე არასდროს მინახავს, მიხარია, რომ ახალგაზრდები კვლავ დგანან თავისუფლების სადარაჯოზე “,- ამბობს გელა დემეტრაძე.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, აქციების გაგრძელების შემთხვევაში ახალციხიდან კიდევ მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას.



Print