პოლიტიკა
,,ხელისუფლებას ოპონენტებმა პროვოკაცია მოუწყეს" - გიორგი გვარამაძე
ოცნების პარტიული ლიდერი ახალციხეში, დედაქალაქში განვითარებული აქციის მოვლენებში ოპოზიციის კვალს ხედავს.

გიორგი გვარამაძის აზრით, თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგან ქართული ოცნების ოპონენტებმა მომენტით ისარგებლეს და პროვოკაცია მოაწყეს.

„კარგად ჩანს თუ რისკენ მოუწოდებენ ხალხს ნაციონალები და ევროპული საქართველოს წევრები. ყველანაირად ცდილობენ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და მოსახლეობას არეულობისკენ მოუწოდებენ“, - ამბობს გიორგი გვარამაძე.

ოცნების პარტიული ლიდერი რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ფრენას კრძალავს.

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ქვეყანას ტურიზმის განვითარებაში პრობლემა შეუქმნას. შესაძლებელია ამის გამო, ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ამ ქმედებით კი ქვეყანასთან ერთად კერძო სექტორიც მნიშვნელოვნად იზარალებს“, - გვიყვება გიორგი გვარამაძე.



Print