პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე უმრავლესობას დაუპირისპირდა
პარლამენტის პლენაურ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მოხდა.

გედევან ფოფხაძის სიტყვით გამოსვლას უმრავლესობის წარმომადგენლები ადგილიდან ხმამაღალი შეძახილებით და რეპლიკებით პასუხობენ.  სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, უმრავლესობა განსაკუთრებით გედევან ფოფხაძის განცხადების იმ ნაწილმა გააღიაზინა, როცა მან თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამეგრელოში ტერორს მისი მეგობრის დედა ემსხვერპლა.

გედევან ფოფხაძემ ასევე განაცხადა, რომ ,,20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ უნდა აიღოს, ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, ხოლო ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორით გადაფარვა ამორალურია
“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერებით“ არის სავსე სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც გედევან ფოფხაძეს ადგილიდან რეპლიკებით პასუხობდა ვანო ზარდიაშვილი იყო. ზარდიაშვილს ფოფხაძემ მიმართა, რომ ისიც „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერია“.
Print