პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის მერებთან ერთად 2020 წლის პროექტები დაგეგმეს

 

სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ექვსივე მერთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი მიზანი 2020 წლის ინფრასტრუქტურული ბიუჯეტის დაგეგმვა იყო.

„ჩვენ არამარტო სამცხე-ჯავახეთში, არამედ მთლიანად საქართველოში ვმართავთ შეხვედრებს. შეეხვედრა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი დაგეგმვისა და ლიმიტებისთვისაა განსაზღვრული. გავაცანით ის თანხა, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი გამოუყოფს მუნიციპალიტეტებს “, - განაცხდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრას მხარის რწმუნებული და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ უკვე ვიცით რა და როგორ უნდა გავაკეთოთ 2020 წელს. შესაბამისად, მოვემზადებით, შევიძენთ პროექტებს და გავზრდით თანხებს, რომელიც მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას მოხმარდება“, -
თქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.

მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე ჩატარდა ოთხ რეგიონში.


 

Print