პოლიტიკა
ახალციხის მერის კომპანიები ტენდერებს იგებენ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

 

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ, სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა, გამგებლად და მერად არჩევის შემდეგ, 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის მკვლევარებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველი პირის და მისი ახლო გარემოცვის ბიზნესაქმიანობა და დეკლარაცია შეისწავლა. კვლევას უცვლელად გთავაზობთ. 

მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მის გამგებლად არჩევამდე არ მონაწილეობდნენ. 2015 წელს, არჩევის შემდეგ კი 15 ტენდერი მოიგეს. გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული პირდაპირი შესყიდვების რაოდენობაც - 21 შესყიდვიდან 11-ში კონტრაქტორები სწორედ ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები არიან.

მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა, ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ დანიშნა.


ბიზნესიდან პოლიტიკაში

ბიზნესმენი ზაზა მელიქიძე 2014 წელს „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად, 2017 წელს კი ახალციხის მერად აირჩიეს.
გამგებლად არჩევამდე ზაზა მელიქიძეს ოთხი კომპანია ჰქონდა რეგისტრირებული: შპს „მელიზა“, შპს „მელიზა2“, შპს „ლეგი“ და შპს „მესხეთი XXI”. „მესხეთი XXI”-ის წილების 50-50% მელიქიძე და მისი ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე იყოფდნენ, დანარჩენი კომპანიების 100% მფლობელი და დირექტორი კი თავად იყო.

2014 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ, რაც მელიქიძე ახალციხის გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, ოთხიდან ორ კომპანიაში წილები დათმო: შპს „მესხეთი XXI”-ს 100% წილის მფლობელი ხვიჩა ალავიძე გახდა, დირექტორად კი ზაზა მელიქიძის ყოფილი თანამშრომელი ნუნუ კაპანაძე დაინიშნა. ასევე, ნუნუ კაპანაძე გახდა „მელიზა 2”-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელიც. ორ კომპანიაში - „მელიზასა“ და „ლეგში“ კი კუთვნილი 100% წილის მმართველად დღემდე მელიქიძე რჩება, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაა. კანონმდებლობით, მერს წილები სამართავად სხვისთვის უნდა გადაეცა, თუმცა კომპანიებს მხოლოდ დირექტორები შეუცვალა, მან ამ პოზიციებზე ცოლის და-ძმა დანიშნა: „მელიზას“ დირექტორობა ისევ ხვიჩა ალავიძეს ჩააბარა, „ლეგის“ დირექტორად კი თეონა ალავიძე გააფორმა.

ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებში
მელიქიძის გამგებლად არჩევამდე მისი კომპანიები ტენდერებში არ მონაწილეობდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ კი მონაწილეობა 29 ტენდერში მიიღეს და აქედან 15 მოიგეს. 15-დან 14 შემთხვევაში შემსყიდველი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია და მუნიციპალური შპს/ა(ა)იპ-ებია.
მოგებული ტენდერებიდან საერთო ჯამში მიღებული 528 123 ლარიდან 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების გამარტივებული შესყიდვები

2010-2014 წლებში, ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევამდე, მისმა კომპანიებმა: „მელიზა 2”-მა, „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მ ჯამში 12 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და მათ შორის მხოლოდ ორი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის.

მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ კი, როგორც მისი, ასევე ცოლის ძმის კომპანიების გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. აქედან 11 შესყიდვა ახალციხის მუნიციპალურ ააიპ-ებთან და შპს-ებთან გაფორმდა.

შესაბამისად, გამგებლად არჩევის შემდეგ, გამარტივებული შესყიდვებიდან ჯამში მიღებული 17 921 ლარიდან 10 561 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან ჩაერიცხა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მელიქიძის კომპანიებს მის გამგებლად არჩევამდე გამარტივებული შესყიდვებით, შედარებით მეტი თანხა - 124 793 ლარი ჰქონდათ მიღებული.

შპს „მელიზა“ - მერის კომპანია

შპს „მელიზას“ 100% წილს ზაზა მელიქიძე დღემდე თავად ფლობს, კომპანიის დირექტორად მას ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე ჰყავს დანიშნული, „მელიზას” ოფისის მენეჯერად კი მეუღლე ასმათ ალავიძე. ამავე კომპანიაზე მელიქიძეს სამწლიანი იჯარით (2014-2016 წლებში) საკუთრებაში არსებული ავტოამწე - კამაზი-53213 (სახელმწფო ნომრით MMA 920) ჰქონდა გაცემული. ამ კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიქიძე ახალციხის გამგებელი გახდა - 2014 წელს.

„მელიზა“, მელიქიძის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის დროს, მხოლოდ ამავე მუნიციპალიტეტის შპს „ვალეს კომუნალური გაერთიანების“ 7 ტენდერში მონაწილეობდა. მერად არჩევის შემდეგ კი ახალციხის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ მიერ გამოცხადებულ 2 ტენდერში ფიქსირდება. 9-ვე ტენდერში (NAT180021019, SPA180001579, SPA170011621, SPA170002437,NAT160002250, SPA160021078, SPA160015100, SPA160003284, SPA150032180) ერთადერთი პრეტენდენტი იყო და მოიგო კიდეც. ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის და სატრანსპორტო მომსახურების მისაღებად ცხადდებოდა. ამ ტენდერებიდან „მელიზას” შემოსავალმა 297 276 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება „მელიზას“ გამარტივებულ შესყიდვებს, აქ მისი ძირითადი შემსყიდველი, მელიქიძის მერობამდე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იყო, მელიქიძის მერობის შემდეგ კი - ამ კომპანიასთან ერთად, ახალციხის მუნიციპალური შპს-ები და ა(ა)იპ-ებიც.

სახელმწიფო შესყიდვების დროს სამუშაოების შესრულებაში რომ მელიქიძის კუთვნილი ავტოამწე მონაწილეობს, ეს ჩანს როგორც მის ქონებრივ დეკლარაციაში, ასევე, შესყიდვების დოკუმენტებსა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ დადებულ ხელშეკრულებაში.

შპს „მესხეთი XXI“ - მერის ცოლის ძმის კომპანია

„მესხეთი XXI”-ს მელიქიძის გამგებლად არჩევამდე მხოლოდ - ერთი 60 ლარის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“, მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ კი „მესხეთი XXI”-მ მონაწილეობა 20 ტენდერში მიიღო, აქედან 16 ახალციხის გამგეობა-მერიამ გამოაცხადა. ჯამში კომპანიამ 6 ტენდერი მოიგო. 6-დან 5 შემთხვევაში (SPA160027132, SPA160027107, NAT160000425, SPA150024868, SPA150023158) კი შემსყიდველი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა-მერიაა. შესაბამისად, ტენდერებიდან მიღებული 230 847 ლარიდან მეტი წილი - 217 065 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან დაერიცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთივე ტენდერში კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო.
იმ სატენდერო კომისიის სხდომებს, რომლებშიც „მესხეთი XXI”-თან ხელშეკრულების გაფორმება განიხილებოდა, ზაზა მელიქიძე, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ინტერესთა კონფლიქტის გამო არ ესწრებოდა. ხელშეკრულება კი, ხუთივე შემთხვევაში, „მესხეთი XXI”-სთან მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ გააფორმა.

აღსანიშნავია, გურამ მელიქიძე დიდი ხნის განმავლობაში თავად იყო ზაზა მელიქიძის წარმომადგენელი სახელმწიფო უწყებებთან, 2006-2008 წლებში კი „მესხეთი XXI”-ს ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა. 2014 წელს ზაზა მელიქიძის ახალციხის გამგებლად არჩევისთანავე გამგებლის პირველი მოადგილე გახდა, 2017 წლიდან კი მერის პირველი მოადგილეა.

შპს „ლეგი” - სიძე-ცოლის ძმის რესტორანი

ზაზა მელიქიძემ შპს „ლეგი” ახალციხეში, საფარის ქუჩის N3-ში, 2005 წლის ივლისში დაარეგისტრირა. კომპანიის საკუთრებაში 4 216 კვმ მიწაა, რაზეც ლუდისა და ლიმონათის ყოფილი ქარხნის შენობა დგას.

2010 წლის ნოემბერში, ამავე მისამართზე და ამავე ფართში ზაზა მელიქიძის, როგორც შპს „ლეგის” დირექტორის და მისი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობით, რესტორანი - შპს „ალავერდი“ დარეგისტრირდა. „ალავერდის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა მელიქიძის ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძეა.
მას შემდეგ, რაც ზაზა მელიქიძე გამგებელი გახდა, „ლეგის” დირექტორად ცოლის და, თეონა ალავიძე დანიშნა, 100% წილის მმართველად კი ისევ თვითონ დარჩა.

კითხვის ნიშნები ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით

2014-2018 წლებში, ზაზა მელიქიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საკუთარი კომპანიებიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა 231 250 ლარს შეადგენს.
აღნიშნულის გარდა, „მელიზასგან“ მერის ოჯახმა დამატებით კიდევ 43 795 ლარი მიიღო, აქედან 22 195 ლარი მისმა მეუღლემ ოფისის მენეჯერობით, 21 600 ლარი კი ამწეს „მელიზაზე“ მიქირავებით.

მელიქიძე დეკლარაციებში უთითებს, რომ 2017-2018 წლებში „მელიზას” და „ლეგის“ 100% წილის ფლობიდან შემოსავალი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, კომპანია „მელიზამ“ 2017 წლის ივნისში ახალციხეში 5 085 კვმ, ამავე წლის სექტემბერში კი მდინარე ფოცხოვის მარჯვენა მხარეს 1 498 კვმ მიწის ნაკვეთები იყიდა. რაც შეეხება „ლეგს“, სადაც სიძე-ცოლისძმის რესტორანი ფუნქციონირებს, მუშაობა დღემდე არ შეუწყვეტია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უთითებს მერი, რომ 2017-2018 წლებში „მელიზას” და „ლეგის” მესაკუთრეობიდან შემოსავალი არ მიუღია.

პოლიტიკური შემოწირულება

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა მელიქიძე ახალციხის ჯერ გამგებლად, შემდეგ კი მერად „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, მას და მისი ოჯახის წევრებს „ქართული ოცნებისთვის” თანხა არ შეუწირავთ. ზაზა მელიქიძე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველებში ფიქსირდება - მან 2012 წლის 17 ივლისს, მაშინდელ მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს:
• სახელწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლოს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ის შესყიდვები, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს;
• საჯარო სამსახურის ბიუროს - დაიწყოს მოკვლევა ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით.

"მეცხრე არხი" ახალციხის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კვლევას გაეცნობიან და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებენ.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetbaywinvdcasinomarsbahisholiganbetqueenbettempobetbetpark giriş