პოლიტიკა
რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა 46 პროცენტამდე შემცირდა.

კითხვაზე, მხარს უჭერთ რუსეთთან შემდგომ დიალოგს, - გამოკითხულთა 46% ამბობს დიახ, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2010 წლის ოქტომბერში დიალოგის მომხრე გამოკითხულთა 84% იყო. 2011-2014 წლებში, დიალოგის მომხრეები 76-82% შორის მერყეობდნენ. 2015 წლიდან კი შემცირება საგრძნობლად დაიწყო. 2015 წლის თებერვალში, რუსეთთან დიალოგის მომხრე 65%, 2017 წელს 57%, მიმდინარე წლის ივნისში კი მხოლოდ 46% იყო.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.
Print