პოლიტიკა
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი.

მათი თქმით, გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია და ის კრემლის დავალებებს შეასრულებს.

აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

11:00 საათისთვის აქციის მონაწილეები დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.
Print