პოლიტიკა
გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ამ თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გახარიამ.
მთავრობამ გიორგის გახარიას ხელმძღვანელობით პირველი სხდომა დღეს გამართა.
გააზიარეთ :