პოლიტიკა
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხდა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„შეწყალება არ არის ის რაც ზოგს ჰგონია. ეს არ არის რევიზია სასამართლოსი, ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება. ეს არის გარემოების შეფასება გარემოების. მე ადრეც ვთქვი, რომ შეწყალების წესები გადასახდილი იქნას პარლამენტის მიერ. გამომდინარე ამ ვითარებისგან, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ, მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება, ხმაურიანი აღმოჩნდა. 

ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დღეს, 18 სექტემბერს კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალებული ერთ-ერთ პირს ციხეში არც ერთი დღე გაუტარებია და ის ძებნილია.
Print