პოლიტიკა
უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 42%-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 8%-ის შეფასებით - „კარგად“, 39%-ის შეფასებით - "საშუალოდ", ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 10%-მა დააფიქსირა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.
Print