პოლიტიკა
სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

 

დღეს, 21 სექტემბერს სომხეთში დამოუკიდებლობის 28 წლისთავს აღნიშნავენ. 1990 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა.

მოსახლეობის 94%-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

თბილისში, გვიან ღამით, ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა.

შესაბამის ვიდეოს საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
Print